ახალი ამბები
გორში 50-ადგილიანი ახალი სასტუმრო იხსნება
20 ოქტომბერს, გორში, ახალი სასტუმრო ,,ლაქი" იხსნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ობიექტი ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში აშენდა.

ახალი სასტუმრო ქალაქის შესასვლელში, სუხიშვილის #35-ში მდებარეობს.

გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორი,
ქალაქის მერი, ,,აწარმოე საქართველოს" პროგრამის ხელმძღვანელი და ტურიზმის განყოფილების თანამშრომლები დაესწრებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები