მაჟორიტარი პარლამენტარის თქმით, საახალწლო საჩუქრებს და ნობათს, საკუთარი ხელფასიდან, სულ 24 მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს. მრავალშვილიანთა კატეგორიაში ის ოჯახები შედიან, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ. დეპუტატთან ერთად აქციაში გამგეობის თანამშრომლები არ მონაწილეობენ.
დოდო ცისკაძის ოჯახი სოფელ ქვენატკოცაში ცხოვრობს. მას 5 ბიჭი და 7 გოგო ჰყავს. ,,2 გოგო მყავს გათხოვილი, ადრევე დაოჯახდნენ, დანარჩენი ყველა ერთ ოჯახში ვცხოვრობთ" - ამბობს დოდო ცისკაძე.
სტატიის გამოყენების პირობები