ახალი ამბები
საკორინთლო-ახალშენის გზაზე ასფალტს აგებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში ახალი ასფალტი იგება. 1,8 მლნ ლარიან ტენდერში გათვალისწინებულია 2,7 კმ სიგრძის გზის მოასფალტება.

სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი იწყება ქვემო ჭალიდან, გადის საკორინთლოს და აღწევს ახალშენს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას; სადაც ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ იყო შემორჩენილი და გაჩენილი იყო ორმოები.

საკორინთლოს გზის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ადგილობრივი მოსახლეობა გზის გაკეთებას დიდი ითხოვდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები