ახალი ამბები
საკორინთლოში ითხოვენ, რომ სამშენებლო ტექნიკამ არ დატოვოს სოფელი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში, მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის თაობაზე, დღეს, იმ უბანში შეიკრიბნენ, სადაც სამთავრობო პროგრამით ვერ ისარგებლეს.

იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს ცხოვრობენ, ამბობენ, რომ საგზაო სამშენებლო ტექნიკამ სოფელი ჯერ არ უნდა დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ თითქმის დასრულდა 2,7 კმ-იანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები. რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით გამყოფი ხაზის ორ სოფელში - ახალშენსა და საკორინთლოში ახალი ასფალტი დაიგო.

გზა ეკლესიის ეზომდე მიიყვანეს, თუმცა ეკლესიის ზევით (ოკუპოირებულ სოფელ აბრევის მხარეს) და ჩრდილოეთით, (ოკუპირებულ სოფელ მონასტრამდე) მოსახლეობას ნალექიან ამინდში კვლავ გადათხრილ და ტალახიან გზაზე მოუწევს მოძრაობა. ისინი აცხადებენ, რომ ღრმა ორმოების და ტალახის გამო, სასწრაფოს მანქანაც კი, ვერ მიდის მათ სახლებამდე
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები