ახალი ამბები
ბერშუეთში ხანძრის შედეგად საქონლის ფერმის ნაწილი დაიწვა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში საქონლის ფერმის ნაწილი განადგურდა. ცეცხლი, დღეს, დაახლოებით 13 საათზე გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად გორიდან სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ეკიპაჟი მივიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაიწვა როგორც ფერმის ნაწილი, ასევე იქ მოთავსებული თივა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბერშუეთის თემის წარმომადგენლის, კობა ბერიანიძის თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ ჯერ ხმელ ბალახს მოეკიდა და შემდეგ ფერმაზე გადავიდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები