ახალი ამბები
მირზა სუბელიანის თქმით ხოჯევანიშვილების ქონება ვანო მერაბიშვილთანაა დაკავშირებული
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილისა და მისი ძმის, გენინსპექციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესახებ, მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერებში საუბრობს, რომელიც ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-მა 19 თებერვალს გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ხოჯევანიშვილების ქონება ვანო მერაბიშვილთანაა დაკავშირებული.

სუბელიანი:
,,პრ...ი რომ არ ვარ, მაგიტომ უნდა ვიჯდე? ამას განვიცდი ბიჭო. ერთადერთი ფაქტორი რაც მაჩერებდა იყო სოზარი. მეტი ვინმემ გამაჩეროს იმის ... რა. რა გააკეთეს ჯერ სვანეთში? ხოჯევანიშვილი ტ...ში წიხლით გავაგდეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და მოიყვანეს გუბერნატორად და ახლა მაგის ძმა წყვიტავს ყველაფერს.

ვიქტორ ჯაფარიძე - ვინაა ხოჯევანიშვილი?

მირაზა სუბელიანი - ვინააა და ვინც ამოგიყვანა სპეცნაზი სვანეთში! გენინსპექციის უფროსი და მაგისი ძმა. არაფერი არ გინდა, პატარა ინფორმაციას მოგცემ. შედი ძმაო და ნახე მაგის ქონებები, ნახევარი ვანო მერაბიშვილისაა, ვინ გყავთ ხელისუფლებაში. ზიან ბიჭო და კიდევ ჩემ სახელსა და გვარს ატრილებენ“ ვინ გყავთ ხელისუფლებაში. ზიან ბიჭო და კიდევ ჩემს სახელსა და გვარს ატრიალებენ."

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ,,ქართლის სტუდიაში“ სტუმრობისას აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საერთაშორისო მიმართულებებს ხელმძღვანელობდა. ციხე ჩაკეტილი სისტემა იყო და იქ არსებული სიტუაციცა მისთვის უცნობი იყო. სასჯელაღსრულების სამინისტროდან საკუთარი ნებით წავიდა კერძო სექტორში. რაც შეეხება ბიზნესს, მისი განმარტებით, მისი ოჯახი მართლაც ფლობს ქონებას, რომელიც საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები