ახალი ამბები
უფლისციხეში ბავშვი კლდიდან გადავარდა
დაშავებულია 8-წლის ბავშვი, რომელიც ,,გორმედის" საავადმყოფოში მოათავსეს. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, დაზიანებები მეტ-ნაკლები სიმძიმისაა.

შემთხვევა დღეს მოხდა. ,,უფლისწულის" ეკლესიის უკან მოზარდი, რომელიც ტურისტულ ჯგუფს ახლდა, დაახლოებით 10 მ სიმაღლიდან ჩავარდა.

უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლის, გიგუცა თათრიშვილის თქმით, საბედნიეროდ, ბავშვი მიწაზე დავარდა. მიწის ფენა ქვებს შორისაა მოქცეული
.

„გორმედში 8 წლის მოზარდი პოლიტრავმითაა შემოყვანილი. აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. ტრავმულ რეჟიმში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. შემოწმდა ხერხემალი, თავი და სხეულის სხვა ყველა ნაწილი. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ იკვეთება. რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი და იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ასეთ მდგომარეობასი მუცლის ღრუში ზოგჯერ სისხლდენა იწყება ხოლმე და ვამოწმებთ ინტენსიურ რეჟიმში. პარალელურად დამატებითი გამოკველევებიც უტარდება, რომ რომ რამე არ გამოგვრჩეს. გამოძახებულია კატასტოფული მედიცინის ჯგუფი, რადგანა ადგილე არ არსებობს ბავშვთა ქირურგია. არ არის გამორიცხული რომ საჭირო გახდეს მოზარდის თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა. ადგილზე ბავშვთა ქირურგია არ არის".-აცხადებენ „გორმედის“ ექიმები.


გაგრძელება:

უფლისციხეში დაშავებული ბავშვი კატასტროფის ცენტრში პრევენციის მიზნით გადაჰყავთ

Print

სტატიის გამოყენების პირობები