ახალი ამბები
მონადირეებმა ტყეში მავთულით დაბმული ძაღლი იპოვეს
,,ძაღლს ეტყობა, რომ რამდენიმე დღე არ უჭამია. ის ნამდვილად პატრონმა გაწირა" - ამბობს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი, რომელიც იმ პიროვნებას დაუკავშირდა, ვინც ძაღლის გადარჩენის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, მონადირეების მიერ ტყეში ხეზე მიბმული ძაღლის პოვნისა და მისი გაშვების ფაქტია ასახული. ძაღლი მავთულით იყო დაბმული.

,,ამ პიროვნებამ მითხრა, რომ ძაღლს მავთულიც მოაცალეს და გაუშვეს" - ამბობს კლინიკა მარკოს ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები