ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა
გენო პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა ფინალი ბუდაპეშტში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავემ,  125 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მეორე ადგილზე ჩინელი ჟივეი დენგი გავიდა, ხოლო  მესამე ადგილები: ამერიკელმა და ირანელმა მოჭიდავეებმა გაინაწილეს.

ქართველ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში გენო პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვებას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ, შინდისის გმირებს უძღვნის.


Print

სტატიის გამოყენების პირობები