ახალი ამბები
გორში ვაშაძის საწინააღმდეგო ახალი პლაკატები გამოჩნდა
წუხელ, ღამის სამ საათზე, გორში, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს.

მოქალაქეებს პუტინის გამოსახულებიანი ანტისაარჩევნო საურათები სტალინის სახლ-მუზეუმთან, რკინიგზის სადგურის ხიდთან და კიდევ რამდენიმე ადგილას ხვდებათ.

გამოსახულების მიხედევით, პუტინი ,,ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს". საარჩევნო შტაბში ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.








Print

სტატიის გამოყენების პირობები