ახალი ამბები
გორთან გამავალ გაზსადენზე ბუნებრივი აირი ჟონავდა
გორის გაზგამანაწილებელი სადგურის 500მმ განშტოებაზე კოროზირებული 90 მეტრიანი მონაკვეთი ახლით შეცვალეს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მაგისტრალურ გაზსადენში ე.წ. შეჭრის სამუშაოები ჩაატარეს.

კომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით, რეაბილიტაცია, ბუნებრივი გაზის გაჟონვის ფაქტების დაფიქსირების შემდეგ, გადაწყვიტეს.

,,ხსენებული პრობლემა აღმოჩენილ იქნა კომპანიის საექსპლუატაციო პერსონალის მიერ სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით და პრობლემა დროულად იქნა აღმოფხვრილი." - აღნიშნავენ კომპანიაში.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოიხსნას დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები