ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ლომისის ეკლესიასთან დაკავებული ბერი და მორჩილი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ლომისის სალოცავთან დაკავებული ორი მოქალაქე, სასულიერო პირი და მორჩილი, ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს. 

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის  უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგორის (ლენინგორი) რაიონში, ოკუპირებულ ახმაჯთან და ბალათასთან, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, დაკავებული არიან:

თბილისელი გურამ ლობჟანიძე და  ნოდარ ტეტელოშვილი, ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში მცხოვრებნი გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე. 

,,სასამართლომ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა, ლობჟანიძე და ტეტელოშვილი გათავისუფლდნენ ჯარიმის გარეშე. რაც შეეხება ოკამში მცხოვრებლებს, მათი საქმე სასამართლოს გადაეცა" - აღნიშნულია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები