ახალი ამბები
შიდა ქართლის მწერალთა კავშირთან ახალგორისა და ცხინვალის ორგანიზაციები გაერთიანდა
საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გადაწყვეტილებით,  შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა კავშირის რეგიონალური ორგანიზაციები გაერთიანდა, რომლის თავმჯდომარედ პოეტი დავით ახლოური დაინიშნა.

ახალგორისა და ცხინვალის მწერალთა კავშირის ორგანიზაციებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პოეტები და მწერლები არიან გაწევრიანებული.

დავით ახლოური წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჯერ შიდა ქართლის ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია ,,პარნასს“, შემდეგ კი გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირს.

ავტორია 25 წიგნის, აქტიური ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის მიღებული აქვს წმინდა ილია მართლის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა გელოვანისა და ნიკო სამადაშვილის პრემიები. დაჯილდოებულია აგრეთვე იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლით და საპატიო სიგელით.

დავით ახლოური დაიბადა ახალგორის რაიონის, სოფელ მიდელანში. ლექსების წერა 9 წლის ასაკიდან დაიწყო
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები