ახალი ამბები
ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

პოლ რიჩარდ გალაჰერი ხურვალეთში ჩავიდა და ოკუპაციის შედეგად შექმნილ პრობლემებს გაეცნო.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი დათა ვანიშვილსაც შეხვდა, რომლის სახლიც უკვე რამდენიმე წელია ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. გალაჰერმა ხურვალეთი უკომენტაროდ დატოვა
Print

სტატიის გამოყენების პირობები