ახალი ამბები
გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორის განცხადებას მე-10 დღეს განიხილავენ
ქალაქ გორის #1 ბაგა-ბაღის დირექტორის განცხადებას, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დარეგისტრირებიდან მეათე დღეს განიხილავენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, ლალი ბაიაძის განცხადების განხილვას 10-დღიანი ვადა აქვს:

,,ჩვენთან, ქალბატონ ლალისგან, რამდენიმე განცხადება შემოვიდა. პირველი განცხადება ეხებოდა ბიულეტინზე გასვლას, ხოლო მეორე განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ გამოგვეყენებინა 10-დღიანი ვადა" - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

გორის 1-ლი ბაგა-ბაღის დირექტორმა ლალი ბაიაძემ, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება ოფიციალურად 16 ოქტომბერს დაწერა. დღეს, 23 ოქტომბერს მხოლოდ 5 სამუშაო დღეა გასული.

12 ოქტომბერს კი, ლალი ბაიაძე, რომელიც გორის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბაგა-ბაგს 16 წელი ხელმძღვანელობს, პედაგოგებს და მშობლებს დაემშვიდობა. იმ დილით, ყველასთვის მოულოდნელად, მან სოციალურ ქსელში განცხადება, ბაღიდან წასვლის თაობაზე, გააკეთა.

ლალი ბაიაძემ განაცხადა, რომ ის საბავშვო ბაღს ტოვებს შემდეგი მიზეზების გამო:

,,მე არ მინდა 1. ბაგა-ბაღებს სააგენტო მართავდეს 2. ბაგა-ბაღი უნდა იყოს დამოუკიდებელი ა(ა)იპი ... და 3. ვერ წარმომიდგენია ბაგა-ბაღს შენობაში შტატით არ ყავდეს მეთოდისტი ... ( სხვა შტატებზე ყურადღება თქვენ გაამახვილეთ): ყველაზე მთავარი, ჩემი დირექტორობის პერიოდში სამჯერ განახლებულ ბაგა-ბაღს არ მინდა ისეთი ხელმძღვანელი ყავდეს რომელსაც დაუმსახურებელ შენიშვნებს აძლევენ! და თითს უქნევენ!" - დაწერა ლალი ბაიაძე სოციალურ ქსელში.

ფოტოზე:
ლია კოვზიაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები