ახალი ამბები
გორში სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 1900 ლარი მოიპარეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ეძებენ იმ პიროვნებებს, რომლებაც ჯგუფურად სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დიდი ოდენობით თანხა მოიპარეს.

შემთხვევა გუშინ 22 ოქტომბერს დილის საათებში, 3-დან 6 საათამდე მოხდა. თანხა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ბასქეთთან“ განთავსებულ აპარატიდან წაიღეს.

გორის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს - ჯგუფური ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები