ახალი ამბები
აქტივისტს, რომელსაც მერიასთან ნაგავი დააყარეს, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნეს
სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

საქმე ეხება გორის მერიასთან ორი კვირის წინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მანველიშვილმა მერიის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიგა მაქარაშვილს ვედრით ნაგავი დააყარა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.

,,მე გიგა მაქარაშვილი ვარ, 2 კვირის წინ ნაგავი რომ დამაყარა გორელმა ჩინოვნიკმა თავზე, ის ბიჭი. კარგი ამბავი მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა. ოღონდ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა..აი თქვენი ჯიბიდან კი ის ჩინოვნიკი ამ თვეშიც აიღებს ძალიან კარგ ხელფასს. სისტემა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ"- წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

იხ. ამავე თემაზე:

ნაგვის ვედრო აქციის მონაწილეს თავზე დაამხეს

კოტე თავზარაშვილი: ,,ჯერ არ მინახავს, რა მოხდა"

,,ვედროს დამხობისთვის" გამოძიება უმწეოს, არასრუწლოვანის და ორსულის ცემის მუხლით მიმდინარებს

თემურ მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოყვარეა
Print

სტატიის გამოყენების პირობები