ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილის ,,ფსიქოლოგიური მდგომარეობის" შესახებ დასკვნა 40 დღეში იქნება
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ბიუროს შენობა დატოვა. მისი განცხადებით, საექსპერტო ჯგუფი დასკვნას 40 დღეში გაამზადებს.

მაქარაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც დანაშაულის ჩადენის მთავარი მოქმედი პირი გორის მერიის მაღალჩინოსნია, ფსიქოლოგიურ შემოწმებაზე , მის ნაცვლად, სამოქალაქო აქტივისტი წაიყვანეს.

გიგა მაქარაშვილს, ერთი კვირის წინ, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ მანველაშვილმა ნაგვით სავსე ვედრო თავზე ჩამოამხო.

მაქარაშვილმა და კიდევ რამენიმე პიროვნებმ გორის მერიის წინ აქცია გამართა. მათ ნაკელი და ხორბალი მერიის შენობის კიბეებზე დაყარეს. აქციის დასრულების შემდეგ კი, ეზოს მოსუფთავება თავად დაიწყეს. მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერის, კოტე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ. გორის მერი დევნილთა დასახლებაში აცხადებდა, რომ ცხინვალის მიმართულებით დაბომბვა საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები