ახალი ამბები
ცხინვალი ე.წ. საზღვარს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჩაკეტავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამყოფ ხაზთან განთავსებული საგუშაგოები ჩაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მიმოსვლა შეწყდება 27 ოქტომბრის 20 საათიდან და გაიხსნება 29 ოქტომბრის დილის 6 საათზე.

საქართველოში არჩევნები 28 ოქტომბერს ტარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები