ახალი ამბები
გიგა მაქარაშვილის მიმართ ჩადენილ ფაქტზე გამოძიება არაადამიანური მოპყრობის მუხლით მიმდინარეობს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა ფაქტი იმის თაობაზე, რომ გიგა მახარაშვილს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდება. ამის შესახებ ,,ნეტგაზეთს" განუცხადეს.

მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გორის მერიის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველია მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა. ამ მუხლის შესაბამისად, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მან განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

გიგა მახარაშვილს გორის მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თავზე ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაქარაშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი გორის მერის განცხადებას აპროტესტებდნენ. ამ განცხადების მიხედვით, საქართველომ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე:

ნაგვის ვედრო აქციის მონაწილეს თავზე დაამხეს

კოტე თავზარაშვილი: ,,ჯერ არ მინახავს, რა მოხდა"

,,ვედროს დამხობისთვის" გამოძიება უმწეოს, არასრუწლოვანის და ორსულის ცემის მუხლით მიმდინარებს

თემურ მანველიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოყვარეა

Print

სტატიის გამოყენების პირობები