ახალი ამბები
მამაკაცი ყოფილი ცოლის სახლში ფანჯრიდან შეიჭრა
კასპში, 41-წლის მამაკაცი ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა, როგორც ამბობს, შესარიგებლად, თუმცა კარი არ გაუღეს. ამის გამო, მან ფანჯარა ჩაამტვრია და ბინაში ისე შეაღწია.

ცოტა ხანში, შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა, ხოლო, საქმის განხილვა გორის სასამართლოში 40-დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ,დღეს დაიწყო.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ყოფილი მეუღლის დასაშინებლად, მამაკაცი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, დაზიანდა სხვისი კუთვნილი ქონება.

ბრალდებული ამბობს, რომ იმ მომენტში იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რის გამოც, ასეთი დეტალურად არ ახსოვს, რა მოხდა. მას ადვოკატი არ იცავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები