ახალი ამბები
გორში 9-წლის გოგონას ეძებენ - იუწყება 1 არხი
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ცხრა წლის გოგონას ეძებენ.

როგორც ოჯახის წევრებმა პირველ არხს განუცხადეს, გოგონა სახლიდან 14:30 საათზე გავიდა და მთელი დღის განმავლობაში მის კვალს ვერ მიაგნეს.

მათი განცხადებით, ბავშვი ცეკვის წრეზე მიდიოდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სკოლა სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

პირველ არხს ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, რომ მან გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მარტო მიდიოდა.

წმინდაწყლის დასახლებაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები