ახალი ამბები
ლიახვის სანაპიროზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ
რამდენიმე საათიანი მუშაობის მიუხედავად, კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები, შემთხვევის ადგილზე კვლავაც აგრძელებენ მუშაობას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს შედეგის დასადებად", - განუცხადა 9 წლის გოგონას საქმეზე ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ.

ლიახვის სანაპიროსთან, იქ სადაც დღეს ღამით დაკარგული გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობლები კვლავ რჩებიან.

9 წლის გოგონა, რომელსაც გორში პოლიცია დღეს შუადღიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს.  ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ნაწამებია. მათი თქმით, ვიდრე შემთხვევის ადგილზე კინოლოგები მივიდოდნენ, მოსახლეობამ მანამდე დაათვალიერა.

მესამე კლასელი გოგონას კვალი სკოლიდან გამოსვლის შემდეგ დაიკარგა. სკოლაში ამბობენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა.

იმ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, სადაც ცხედარი იპოვეს, გოგონა მეზობლებმა უკანასკნელად დაინახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის გოგონას საქმეზე პირველ ინფორმაცია გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება".

9 წლის გოგონას პოლიცია და ოჯახი დღეს შუადღის შემდეგ ეძებდა. მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ მდინარე ლიახვის სანაპიროზე იპოვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები