ახალი ამბები
გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, კრიმინალისტიკის სამსახურის წარმომადგენლებმა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი, მდინარე ლიახვის სანაპიროდან ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ლიახვის სანაპიროსთან დღეს ღამით დაკარგული გოგონას ცხედარი იპოვეს.

9 წლის გოგონა, რომელსაც გორში პოლიცია დღეს შუადღიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ახლობლები ამბობენ, რომ ბავშვი ნაწამებია. მათი თქმით, ვიდრე შემთხვევის ადგილზე კინოლოგები მივიდოდნენ, მოსახლეობამ მანამდე დაათვალიერა.

მესამე კლასელი გოგონას კვალი სკოლიდან გამოსვლის შემდეგ დაიკარგა. სკოლაში ამბობენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა.

იმ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, სადაც ცხედარი იპოვეს, გოგონა მეზობლებმა უკანასკნელად დაინახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 წლის გოგონას საქმეზე პირველ ინფორმაცია გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება".

9 წლის გოგონას პოლიცია და ოჯახი დღეს შუადღის შემდეგ ეძებდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს შედეგის დასადებად", - განუცხადა 9 წლის გოგონას საქმეზე ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები