ახალი ამბები
გორელი ადვოკატების ნაწილი ბრალდებულის დაცვაზე უარს აცხადებს
,,პირობას ვდებთ, რომ ბრალდებულს ჩვენგან არავინ დაიცავს" - ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადვოკატმა ვანო სამხარაძემ განუცხადა. მისი თქმით, 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე გორიდან მას არავინ დაიცავს.

იგივეს აცხადებს ადვოკატი ზაზა გიგაური: ,,ჩემთან არავინ მოსულა, მაგრამ რომც მოვიდნენ დასახმარებლად, აუცილებლად უარს ვიტყვი." - ამბობს ზაზა გიგაური.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელობას. მათი განცხადებით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არ იმყოფება
.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ფოტოებზე:
ზაზა გიგაური და ვანო სამხარაძე



ამავე თემაზე:


1. გორელი ადვოკატების ნაწილი ბრალდებულის დაცვაზე უარს აცხადებს

2. შსს-ს 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

3. 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

4. ცეკვის მასწავლებელი: ,,ბავშვი მშობლებმა გაკვეთილის შემდეგ მოიკითხეს"

5. ადგილი, სადაც გოგონა წუხელ გარდაცვლილი ნახეს

6. შენობა, სადაც გარდაცვლილი გოგონას სისხლის კვალი იპო

7. შსს: ,,დაკავებულია 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი"

8. კახაბერ საბანაძე: ,,დაკავებულია ერთი პირი"

9. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

10. ახლობლების თქმით 9-წლის ბავშვი მოკლულია (VIDEO)

11. გორში 9 წლის მოზარდი მოკლული იპოვეს

12. გორში 9-წლის გოგონას ეძებენ


Print

სტატიის გამოყენების პირობები