ახალი ამბები
სახაზინო ადვოკატი: ,,დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს"
9-წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი მაია გრიგოლიშვილი ამბობს, რომ ი.ნ დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ იგი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ნახვის შემდეგ ესაუბრა.

მისი განმარტებით, უცნობია, ასევე, გამოძიებისთვის მიცემული რაიმე ჩვენების შინაარსი, რადგან საქმის მასალების ნაწილი ჯერ არ გადასცემია.

,,ოფიციალურად, ბრალი ჯერ წაყენებული არა აქვს. ამ ეტაპზე ის დუმილის უფლებას იყენებს. მე დაკავებულს შევხვდი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. დედამისსაც ვესაუბრე. სხვა მეტის თქმა არ შემიძლია" - აცხადებს მაია გრიგოლიშვილი.

ის პროცესში პირის სავალდებული დაცვის სტატუსის საფუძველზე ჩაერთო.  მაია გრიგოლიშვილი სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელია და მუშაობს შიდა ქართლის ოფისში.

მაია გრიგოლიშვილისთვის უცნობია, სად ჩატარდება პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად.

შეგახსენებთ, დღეს, შს სამინისტრომ, გორში, 9-წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტზე, 34-წლის მამაკაცი დააკავა.

ამავე თემაზე:

1.
გორელი ადვოკატების ნაწილი ბრალდებულის დაცვაზე უარს აცხადებს

2. გორელი ადვოკატების ნაწილი ბრალდებულის დაცვაზე უარს აცხადებს

3. შსს-ს 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

4. 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში ფიგურირებდა

5. ცეკვის მასწავლებელი: ,,ბავშვი მშობლებმა გაკვეთილის შემდეგ მოიკითხეს"

7. ადგილი, სადაც გოგონა წუხელ გარდაცვლილი ნახეს

8. შენობა, სადაც გარდაცვლილი გოგონას სისხლის კვალი იპო

9. შსს: ,,დაკავებულია 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი"

10. კახაბერ საბანაძე: ,,დაკავებულია ერთი პირი"

11. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

12. ახლობლების თქმით 9-წლის ბავშვი მოკლულია (VIDEO)

13. გორში 9 წლის მოზარდი მოკლული იპოვეს

14. გორში 9-წლის გოგონას ეძებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები