ახალი ამბები
9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არაა
9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ჯერ ჩანიშნული არაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ადვოკატმა, მაია გრიგოლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, საქმის გარემოებების ირგვლივ, სიახლე არაფერია. გუშინ ის დაკავებულს თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორში შეხვდა. პროკურორი ვალდებულია დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

,,ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერ არა აქვს. ჩემთვის უცნობია, სად ჩატარდება სხდომა - თბილისსა და თუ გორში. დაკავებული თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ. დუმილის უფლებას იყენებს" - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

9-წლის გოგონას მკვლელობაში გამოვლენილი პირი გუშინ დილით დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები