ახალი ამბები
9-წლის გოგონას ოჯახს 14-წლის წინ გატაცებული ბიჭის დედამ მიუსამძიმრა
ცოტა
ხნის წინ 9-წლის გოგონას ოჯახს ხათუნა ბერძნიშვილმა მიუსამძიმრა. ამის
შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გალუსტაშვილის ქუჩაზე
მცხოვრებლებმა აცნობეს.
ბერძნიშვილი იმ მოზარდის დედაა, რომელიც 2004 წელს გაუჩინარდა.
11-წლის ბიჭი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი იმ საქმეში
ფიგურირებდა, რომელიც 14 წლის წინ მოხდა. 11-წლის ბიჭის გატაცების
ფაქტზე გამოძიებამ, 2004 წელს, დაკავებულს ბრალი ორი - უკანონო
თავისუფლების აღკვეთისა და ფულის გამოძალვის მუხლით, წაუყენა.
გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ბავშვის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის ფაქტი არ დაუდასტურდა. ხოლო ფულის გამოძალვის
ნაწილში სასჯელი შეუფარდა. დაკავებულმა 9 წელი და 3 თვე
გაატარა.
იხ. ამავე თემაზე
9 წლის
გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის წინ გატაცებული ბიჭის საქმეში
ფიგურირებდა
სტატიის გამოყენების პირობები