ახალი ამბები
პატრიარქი გარდაცვლილი გოგონას ოჯახს უსამძიმრებს
ბატონ მიქაელ და ქალბატონ ნათია ბერიაშვილებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ფაქტმა შეძრა არა მარტო გორი, არამედ მთელი ქვეყანა. ვფიქრობთ, ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის შემდეგაც, რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას საზოგადოების დაცულობის ასამაღლებლად. ძალადობის ასალაგმად, მომავალი თაობის დასაცავად.

მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა გამოვხატო თქვენდამი თანაგრძნობა და, ამასთან, გითხრათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია. დარწმუნებული ვარ, პატარა ნანა ღვთის საუფლოს მკვიდრი გახდა და იგი უფლის წინაშე თავისი ლოცვებით შეგეწევათ, განგამტკიცებთ და განგაძლიერებთ თქვენც და სხვებსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ და ურყევი რწმენით აღგავსოთ. 

ღმერთმა დაგლოცოს და სავანესა მართალსასა დააწესოს ნანას უკვდავი სული. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ილია მეორე26 ოქტომბერი, 2018



Print

სტატიის გამოყენების პირობები