ახალი ამბები
შსს: ,,მუსხელიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ტარდება"
ამ წუთებში გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. შს პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიება არ წარმოადგენს ,,საგამოძიებო ექსპერიმენტს".

გორის შს სამმართველოს თანამშრომლები იმ სახლში იმყოფებიან, სადაც კინოლოგებმა სისხლის კვალი ნახეს. ამ სახლში 9-წლის გოგონას მკვლელობის გამო დაკავებული პირი სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

,,საგამოძიებო ექსპერიმენტის" ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს გარდაცვლილი ოჯახის წევრებსაც. მოკლული  გოგონას ახლობლებს ეგონათ, რომ ტერიტორიაზე  დაკავებულსაც მიიყვანდნენ.

ახლობლები უკან გაბრუნდნენ
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები