ახალი ამბები
გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცთან ბრალის წარსადგენად შევიდნენ
ამ წუთებში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში, 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცთან ბრალის წარსადგენად პროკურორი და გამომძიებლები შევიდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

პრეს-სამსახურის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები