ახალი ამბები
გორის რაიონში ამომრჩევლების ნაწილს სარჩევნო ბარათები არ აქვთ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ამომრჩეველთა ნაწილს საარჩევნო ბარათები არ დაურიგეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განუცხადეს.

ალისა ჯანეზაშვილის თქმით, მის ოჯახში არც ერთი ბარათი არ მიუტანიათ. ნაწილობრივ არ მიუტანეს სხვა პირებსაც:

,,არც კი ვიცი, რომელ უბანზე უნდა მივიდე. საარჩევნო ბარათი გასულ არჩევნებზე მოგვიტანეს, მაგრამ წელს არა. არ მიუტანეს ბარათები სხვებსაც." - აცხადებს ალისა ჯანეზაშვილი.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ფაქტო მნიშვნელოვნად მოქმედებს ამომრჩევლის ფსიქოლოგიაზე: ,,ვისაც არ მიუვიდა ბარათი, ფიქრობს, რომ მას უფლება არა აქვს არჩევნებზე მონაწილეობის მიღების. მთავარია, მთავარ სიაში იყოს წარმოდგენილი" - აცხადებენ დამკვირვებლები.

საუბნო კომისიის წევრების თქმით, მოქალაქეებს სიებში გადამოწმების საშუალება ჰქონდათ
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები