ახალი ამბები
გორის #1 უბანზე აქტივობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით დაბალია
გორის #1 უბანზე, 10 საათის მონაცემებით 80 ამომრჩეველი მივიდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უბნის დამკვირვებლებმა აცნობეს. 

მათი თქმით, აქტივობა მეტ-ნაკლებად მაღალია. 

თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ანალოგიურ მონაკვეთში, გასულ 2016 წელის არჩევნებზე უფრო მეტი - 125 ამომრჩეველი იყო მისული.

გორში სულ 105 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები