ახალი ამბები
4 ქვეყნის ელჩი გორის სამხატვრო სკოლაში არჩევნებს აკვირდება
გორის მეათე საარჩევნო უბანზე ოთხი ქვეყნის ელჩი მივიდა და საარჩევნო პროცესს აკვირდება. ამერიკის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ავსტრალიის ქვეყნების წარმომადგენლები სამხატვრო სკოლაში გახსნილ უბანზე მივიდნენ.

პირველი კომენტარი ქართულ ენაზე ბრიტანეთის ელჩმა გააკეთა:

,,მოხარული ვარ, რომ ამ მშვენიერ დღეს ვიმყოფებით გორში მე და ჩემი კოლეგები. ვიცი, რომ სხვადასხვა მისიით  ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფება საქართველოში და მივესალმებით ამ ფაქტს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა" - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები