ახალი ამბები
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია. 

პირველ ეტაპზე მან ირლანდიელ ბარნსს მოუგო, 1/4 ფინალში ბელარუსი დმიტრი შერშანი დაამარცხა, ნახევარფინალში სძლია იაკუბ შამილოვს (რუსეთი), გადამწყვეტ შეხვედრაში კი იერლან შერიხანოვს (ყაზახეთი) მოუთავა ხელი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა! 

მარგველაშვილი გორის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია

აქვე მოგახსენებთ, რომ დღეს აბუ დაბიში 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე იაპონელი ტაკეში დოი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები