ახალი ამბები
დათა ვანიშვილი: ,,ვინც მითხრეს, ის კანდიდატი შემოვხაზე"
დათა ვანიშვილმა რომლის სახლკარიც მავთულხლართების მიღმა, დე-ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ის დილით მავთულხლართებზე გადმოიპარა და ხურვალეთის 70-ე საარჩევნო უბანზე მივიდა:

,,ხმის მისაცემად დილით გადმოვიპარე საზღვარზე, ხელი გავიჭერი. სიჩქარეში პირადობის მოწმობა სახლში დამრჩა და უბანზე არ შემიშვეს. უკან დავბრუნდი და ჩემმა მეუღლემ გადმომაწოდა პირადობის მოწმობა და ისევ მივბრუნდი საარჩევნო უბანთან. ვინც მითხრეს, ის კანდიდატი შემოვხაზე.“ - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები