ახალი ამბები
საარჩევნო უბანზე ცხენოსანი ამომრჩეველი მივიდა (PHOTO)
გორში, #21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად ცხენით მივიდა. უბანზე შესვლის საშუალება მოქალაქეს სკოლის დარაჯმა არ მისცა. დარაჯის თქმით, ეზოში იკრძალება ცხოველით შესვლა.

განაწყენებულმა ამომრჩეველმა ტერიტორია ხმის მიცემის გარეშე დატოვა.

,,კომბინატის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო იპოდრომზე ვმუშაობ. სახლში ვიყავი, პირადობის მოწმობა წამოვიღე სპეციალურად. აქ კი მითხრეს, რომ ცხენის გაჩერება არ შეიძლებაო. აღარც შევსულვარ შიგნით." - განაცხადა ამომრჩეველმა
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები