ახალი ამბები
17 სთ-ის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობა 33%-ია
საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას გორში, 17 საათის მონაცემებით, უბნებზე 37 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა.

ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი მხოლოდ ერთ უბანზე მოხდა, სადაც მოქალაქემ სამაგიდო სია დახია. საარჩევნო დოკუმენტაცია ,,სკოჩით" აღადგინეს.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 111 623 ამომრჩეველია რეგისტირებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები