ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა ცენტრი: უბნებზე კოორდინატორებისა და აგიტატორების სიმრავლეა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის 92-ე და 64-ე უბნებთან მობილიზებულია კოორდინატორების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით,  ავტომობილებზე გაკრული აქვთ ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო ნომერი. 

96-ე და 22-ე საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტატორები აქტიურობენ, მათ ავტომობილებში გამოსაჩენ ადგილზე დაკიდებული აქვთ სააგიტაციო მასალები, კერძოდ, 48 ნომერი. ამასთან, აგიტატორები ეკითხებიან ამომრჩევლებს, თუ ვის აძლევენ ხმას.

,,მსგავსად გორისა, აგიტატორები აქტიურობენ ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქშიც, სადაც აგიტატორები ამომრჩევლებს ეკითხებიან, ვის აძლევენ ხმას" - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები