გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან ავარიას ორი ადამიანი
ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,დია" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე პირი.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
განუცხადა, რომ დაშავებულია სამი მოქალაქე. გამოძიება 276-ე მუხლის
მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ორი
ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: გადაღებულია შემთხვევის ადგილზე
სტატიის გამოყენების პირობები