ახალი ამბები
მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული 18-წლის ბიჭის მდგომარეობა რთულია
კასპში, 18-წლის ბიჭის მდგომარეობა რთულია. მას მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც შეყვარებულთან ერთად, გზაზე გადადიოდა.

სამედიცინო პერსონალის ცნობით, ახალგაზრდას დაზიანებები ქვედა კიდურებთან ერთად, თავის არეშიც აქვს მიღებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დღეს საღამოს მანქანა გოგოს და ბიჭს დაეჯახა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს - მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუჩაში მიმავალი წყვილი და ავტომანქანის მძღოლიც დაიბნენ. მანქანა ჯერ არხში ჩავარდა, შემდეგ ტრაექტორია შეცვალა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები