ახალი ამბები
გორელი მოქალაქეები 9-წლის გოგონას ოჯახის მისასამძიმრებლად იკრიბებიან
ამ წუთებში, გორში, 9-წლის გოგონას ოჯახის მისასამძიმრებლად იკრიბებიან. საერთო შეკრება გორის მოქალაქეებმა სოციალური ქსელით დაიგეგმა.

გორში, მოკლული 9-წლის გოგონას ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს. ამ წუთებში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხალხმრავლობაა.

წმინდაწყალზე სამოქალაქო პანაშვიდს ეკლესიის მოძღვარი, მამა გედეონი გადაიხდის.

გარდაცვლილი ბავშვის პაპის ძმა, ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მკვლელობის გამო, დაკავებულის სასამართლო პროცესს და გამოძიებას.

25 ოქტომბერს 9-წლის ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე არ მისულა. მისი ძებნა ახლობლებმა 17 საათზე დაიწყეს. პოლიციამ საღამოს 10 საათისთვის გარდაცვლილი იპოვა მდინარე ლიახვის სანაპიროზე.

იმავე ღამეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე


9-წლის გოგონას ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს



Print

სტატიის გამოყენების პირობები