ახალი ამბები
შსს-მ 9-წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულს ახალი ბრალი წაუყენა
წინასწარი შეცნობით სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულს ახალი მუხლი წაუყენეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ დღეს გორში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, ახალი გარემოება გამოიკვეთა.

ბრალდებულ ი.ნ-ს  მთავარმა პროკურატურამ ბრალი, დამატებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები