ახალი ამბები
კასპში საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
,,15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი." - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. იგი კასპში მომხდარ ფაქტსაც შეეხო.

,,პასუხისმგებაშია მიცემული რამდენიმე პირი როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი ოყო ნაციონალური მოძრაობის, ხოლო მეორე ქართული ოცნების წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ კასპის შს სამმართველოს უფროსი 33-ე საარჩევნო უბნის წინ მომხდარ ჩხუბს შეესწრო. ლეიბორისტული პარტიის წევრს ოთარ ქოსაშვილს ჩხუბი უბნის წინ მყოფ პირებთან მოუვიდა. ოთარ ქოსაშვილი დასაკითხად წაიყვანეს. დაკითხვამდე მან გვითხრა, რომ ინციდენტი კოორდინატორებთან შეემთხვა. 33-ე უბანი ქალაქ კასპში მდებარეობს, საბავშვო ბაღის შენობაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები