ახალი ამბები
გორში სასტიკად მოკლული გოგონა დაკრძალეს
გორში, სასტიკად მოკლული გოგონა კვერნაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან, ახლობლებთან ერთად, ცხედარი მოქალაქეებმა, მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცილეს.

დღესვე შს მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს ახალი ბრალი წაუყენეს. დაკავებულ ი.ნ-ს წაყენებული ბრალი, დამატებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლს ითვალსწინებს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, −ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

25 ოქტომბერს 9-წლის გოგონას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები