ახალი ამბები
გორში წაგებული არჩევნების შესახებ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერი გააკეთებს
მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი, გორში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი მარცხის მიზეზების შესახებ, განცხადებას გააკეთებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა მიხეილ გოგინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პარტია ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის კოტე თავზარაშვილი. განცხადების გასაკეთებლად მზადყოფნის თაობაზე ჟურნალისტებს აცნობებენ.

გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები