ახალი ამბები
კასპის საოლქო კომისიამ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელი დასაჯა
კასპის 30-ე საოლქო კომისიაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები განიხილეს. ოთხი საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს. კომისიის წევრებმა საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ,,გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელი მიიჩნიეს.

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დამკვირვებელს, ქვემო - ჭალის უბანზე, თავჯდომარემ და მდივანმა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება არ მისცეს, იმ მოტივით, რომ დამკვირვებელს ამის უფლება არ ქონდა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის გამო, თავჯდომარეს და მდივანს ეკისრებოდათ 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ქვემო ჭალის უბნის თავჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადა,  რომ ინციდენტის დროს, დაუკავშირდა სახლში მყოფ შვილს და სთხოვა საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ინფორმაციის მოეძებნა. სწორედ ამის შემდეგ მისცა დამკვირვებელს  ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა სხდომაზე მოითხოვა სარჩევნო კოდექსის 90 მუხლი შეცვლილიყო 28 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ზომას. კასპის საოლქო კომისიის წევრებმა საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

ასევე არ დააკმაყოფილეს მეორე საჩივარი, რომელიც ეხებოდა # 7 აღაიანის უბანზე გამოვლენილ დარღვევას, კერძოდ ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტინი, საარჩევნო ყუთში მოათავსა სპეციალური კონვერტის გარეშე.

საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტის ზედამხედველმა კომისიის წევრმა არ მისცა მითითება ამომრჩეველს, რომ მისი ბიულეტინი გაბათილდებოდა სპეციალური კონვერტის გარეშე, თუკი აღმოჩნდებოდა საარჩევნო ყუთში. ყუთის ზედამხედველს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებოდა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

ერთადერთი საჩივარი, რომელიც საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა, # 1 საარჩევნო უბანზე ,,დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ორგანიზაციის" წარმომადგენელმა დაწერა.

ამ საჩივრის მიხედვით, #1 საარჩევნო უბანზე, ნაციონალური პარტიიდან დანიშნულმა კომისიის წევრმა პირველ წილის ყრაზე და ფუნქციების შესრულებაზე უარი განაცხადა. კასპი საოლქო კომისიის წევრებმა აღნიშნული ქმედება, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად შეაფასეს და  ,,გაფრთხილება" მისცეს. 

განუხილველად დატოვეს გაერთიანებული ოპოზიციის" ორი საჩივარი, რომლის ავტორი აპროტესტება უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები