ახალი ამბები
კასპის ბიბლიოთეკების გაერთიანებაში შეხვედრა ოთარ ჭილაძის შემოქმედებას მიუძღვნეს
კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანებაში  ოთარ ჭილაძის წიგნი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" განიხილეს. განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

,,დამსწრე საზოგადოება მიიყვანა ერთ მარტივ და საყოველთაო ჭეშმარიტებამდე: როდის გვექნება ნანატრი ქვეყანა და მაშინ, როცა ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ცხოვრების შარას სულის კანონებით გაივლიან; როცა ყოველი კაცი, თავის ხორციელ არსებობას ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ წარმართავს. ეს გზა კი ადამიანმა მარტოდმარტო, თვინიერ საკუთარ თავთან ჩაღრმავებით და საკუთარი ეგოს შეთანხმებით გარემომცველ სამყაროსთან, უნდა გაიაროს!" - აღნიშნეს შეხვედრის შემდეგ.

საბიბლიოთეკო გაერთიანების სპეციალისტების აზრით, ოთარ ჭილაძის აღნიშნული ნაწარმოები იმდენ კითხვას სვამს, რომელიც ეხმაურება ჩვენს დღევანდელობას, დღესაც აქტუალურად საშურია ამ კითხვებზე სწორი პასუხების მოძიება.

,,რომანის გმირები თავიანთი ცხოვრებით ესწრაფვიან იცხოვრონ დარიაჩანგის ბაღივით ლამაზ ქვეყანაში, ზოგი სწორად მიდის ამ გზაზე, ბევრიც მრუდად და ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როდის გვექნება ასეთი ქვეყანა?" - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები