ახალი ამბები
ხაშურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშით წარსდგნენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა ხაშურელ ამომრჩეველს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინეს.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სამოქალაქო პროექტების შესახებ, რაც გასული წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელდა. განხილული იყო სამომავლო გეგმებიც.

„ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები