ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ,,მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018" გაიმართება
3, 4 და 5 ნოემბერს, გორის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018 გაიმართება.

ფორუმი, პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ეგიდით, გორის მოხალისეთა კლუბისა და პროგრამა “PITA”-ს ერთობლივი ორგანიზებით, ელენე მინდიაშვილისა და მედეა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 15-22 წლის 60-მდე ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში დიპლომატიურ-ეკონომიკურ სფეროში ცნობიერების ამაღლება, დიპლომატიური კორექტივების ათვისება, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში გარკვევა, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურის გაცნობა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების დაუფლება იქნება.

ფორუმს, 3 ნოემბერს - ოფიციალურ გახსნაზე ეწვევიან ახალგაზრდობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები გაეროში, ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები, პროგრამა “PITA”-ს რეგიონული კოორდინატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგის“ დამფუძნებელი, „EVSპროგრამის მოხალისეები საქართველოში, „მეგობრობის ხიდი ქართლოსის წარმომადგენლები“ და პროექტ „საქართველოს მოხალისის რეგიონული კოორდინატორი“.

პროექტი საქართველოს მოხალისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოველწლიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანია მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება და მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი მუნიციპალიტეტში გახლავთ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგა“, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სოციალური საწარმო „ლინიმა არტი“.


Print

სტატიის გამოყენების პირობები